ფრიდრიხ მერცი: ილონ მასკისა და ვაშინგტონის მხრიდან არჩევნებში ჩარევა მოსკოვიდან ჩარევაზე არანაკლებ მკვეთრი და აღმაშფოთებელი იყო

გერმანიის ფედერალურ არჩევნებში გამარჯვებული ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა თქვა, რომ “ილონ მასკისა და ვაშინგტონის მხრიდან არჩევნებში ჩარევა მოსკოვიდან ჩარევაზე არანაკლებ მკვეთრი და აღმაშფოთებელი იყო”
ცნობისთვის, ტრამპის მოკავშირე ილონ მასკი, რომელსაც -ს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მნიშვნელოვანი გავლენა აქვს, წინასაარჩევნო პერიოდში ღიად და აქტიურად უჭერდა მხარს პარტიას “ალტერნატივა გერმანიისთვის” (AfD)
მერცმა ასევე კიდევ ერთხელ გამორიცხა AfD-სთან კოალიციაში შესვლა:
“მე ყოველთვის ვამბობდი, რომ AfD-სთან კოალიციაში არ შევალთ და AfD-ს ამომრჩევლებმა ეს წინასწარ იცოდნენ და მათ ამ პარტიას დაუჭირეს მხარი ამის მიუხედავად” – თქვა მან
ქრისტიან-დემოკრატებს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც შედეგს გერმანიისთვის “დიდებული დღე” უწოდა
“როგორც ჩანს, გერმანიაში კონსერვატორების პარტიამ ძალიან დიდ და მაღალი მოლოდინების მქონე არჩევნებში გაიმარჯვა. როგორც აშშ-ში, გერმანელი ხალხი დაიღალა საღი აზრის არმქონე იმ დღის წესრიგით, განსაკუთრებით, ენერგეტიკისა და იმიგრაციის მხრივ, რომელიც მრავალი წელი დომინირებდა. ეს დიდებული დღეა გერმანიისთვის და ბატონი ს ლიდერობის ქვეშ მყოფი აშშ-სთვის. გილოცავთ ყველას – კიდევ მრავალი გამარჯვება იქნება!” – დაწერა ტრამპმა