ფრიდრიხ მერცი: ვლადიმირ პუტინი, შესაძლოა, ჩვენი დროის ყველაზე სერიოზული სამხედრო დამნაშავეა

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, შესაძლოა, ჩვენი დროის ყველაზე სერიოზული სამხედრო დამნაშავეა. ამის შესახებ მერცმა ტელეკომპანია Sat.1-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ამასთან, მერცის თქმით, ომის დამნაშავეებთან შეღავათების გაწევა არ შეიძლება.

“ის ომის დამნაშავეა. შესაძლოა, ის ჩვენი დროის ყველაზე სერიოზული სამხედრო დამნაშავეა, რომელსაც ამჟამად ფართო მასშტაბით ვხედავთ. ჩვენ უბრალოდ ცხადად უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ ომის დამნაშავეებთან. აქ შეღავათების ადგილი არ არის”. – თქვა მერცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

არმაზ ახვლედიანი – ივანიშვილ-კობახიძის ანტიეროვნული, დანაშაულებრივი, კორუმპირებული რეჟიმის დასრულება შეუძლია არა ამ ნდობადაცლილ ოპოზიციას, არამედ სრულიად ახალ, არსით წესიერ, დემოკრატ, ეროვნულად და ევროპულად მოაზროვნე ლიდერებს