ფრიდრიხ მერცი, და კირ სტარმერი ბერლინში დღეს შეხვედრას გამართავენ

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი დღეს ბერლინში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდება.
მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი ბერლინში დაესწრება სამიტს, რომელიც ევროპის ციფრული სუვერენიტეტის გაზრდას ეხება.
სამიტის შემდეგ გამართულ ვახშამზე გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერიც შეუერთდებათ.
Politico წერს, რომ განსახილველ საკითხებს შორის, სავარაუდოდ, უკრაინის თემა და კონტინენტზე თავდაცვის თანამშრომლობა იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ ხატიაშვილი – ემიგრანტებისთვის ხმის უფლების შეზღუდვა უთანაბრდება ამ უფლების ჩამორთმევას, ეს არის ნაბიჯი, რომელიც აზიანებს დემოკრატიულ პროცესს და ამცირებს ხალხის ჩართულობას ქვეყნის მართვის პროცესში