ფრიდრიხ მერცი, ემანუელ მაკრონი და დონალდ ტუსკი მოლდოვის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიშინეუში ჩავლენ

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი 27 აგვისტოს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მოლდოვაში ჩავლენ.
31 აგვისტოს, რუმინული ენის დღეს კი მოლდოვას რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვური მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნეს, 27 აგვისტოს საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები მაია სანდუსთან ერთად პრესასთან განცხადებებით წარდგებიან, შემდეგ კი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრებიან, რა დროსაც მოქალაქეებს მიმართავენ სიტყვით.
„თავიანთი ვიზიტით ევროპელი პარტნიორები კვლავ ადასტურებენ რწმენას მოლდოვისადმი და ჩვენი ევროპული გზის მხარდაჭერას“, – აღნიშნავენ სანდუს ადმინისტრაციაში.
ევროპელი ლიდერების კიშინეუში დაგეგმილი ვიზიტი გააკრიტიკა მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა, „სოციალისტთა პარტიის“ თავმჯდომარემ, იგორ დოდონმა, რომელმაც ს წინ ევროპელი ლიდერების ჩამოსვლა მოლდოვის შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასა.
ცნობისთვის, მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს არის დაგეგმილი.