ფრიდრიხ მერცი – დღეს რუსეთს აქვს შესაძლებლობა, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, სერიოზულად მოეკიდოს -ის პრეზიდენტ ს წინადადებას სთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შესახებ.
„დღეს რუსეთს აქვს შესაძლებლობა, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები“, – აღნიშნულია გერმანიის მთავრობის მეთაურის ოფიციალურ განცხადებაში.
მერცის თქმით, დღეს ალასკაში ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრის მთავარი მიზანი სამიტია, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი, ც დაესწრება.
„ველით, რომ პრეზიდენტი პუტინი სერიოზულად მიიღებს პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას მოლაპარაკებების შესახებ და ალასკაში შეხვედრის შემდეგ სთან მოლაპარაკებებს უპირობოდ დაიწყებს“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
მერცის თქმით, ტერიტორიული საკითხების მოგვარება მხოლოდ უკრაინელების თანხმობით არის შესაძლებელი.
„ეს შეტყობინებები პრეზიდენტ ტრამპს ანკორიჯში გამგზავრებამდე ნათლად და ერთსულოვნად გადავეცით. მასთან კონტაქტს კვლავ ვაგრძელებ. პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია მშვიდობის დამყარებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაზე – როგორც ჩანს, იყო დავალება, ჩაესვათ ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით

ბაკურ კვაშილავა – „ოცნებას“ 10-15-ჯერ მეტი თანხა ექნება ამოღებული, ვიდრე 20 მილიონია და ეს თანხა „შავ ანგარიშზე“ წავიდოდა, თორნიკე რიჟვაძემ კი შეუძლებელია არ იცოდეს, რომ არავინ მისცემს საშუალებას, ჩამოვიდეს და მედიას ელაპარაკოს