ფრიდრიხ მერცი – პროგნოზირებადია, ის იმას აკეთებს, რასაც ამბობს

დონალდ ტრამპი პროგნოზირებადია, ის იმას აკეთებს, რასაც ამბობს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა, ოპოზიციური „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
„ვფიქრობ, ძალიან პროგნოზირებადია. ის იმას აკეთებს, რასაც ამბობს. ამ მხრივ, მიმაჩნია, შეგვიძლია მოვემზადოთ იმისთვის, რომ მომდევნო კვირებსა და თვეებში გაცილებით მეტი სიცხადე იქნება და ასევე, რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევაც იქნება“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
მისი თქმით, ევროპა უნდა გაერთიანდეს და ამ პროცესს, რომელიც აქამდე უნდა დაწყებულიყო, დონალდ ტრამპი აჩქარებს.
„ეს ჩვენთვის შესაძლებლობაა, რომ სწორად მოვიქცეთ, ძალები გავაერთიანოთ და ერთად ვიმოქმედოთ“, – აღნიშნა მერცმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა: ცინიკურად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან – პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა

ჯორჯია მელონი: მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში, რის შემდეგაც ჩვენც შევძლებთ საბოლოოდ წარვადგინოთ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე