ფრიდრიხ მერცი – გერმანიის მთავრობა ყველა საჭირო ფინანსურ რესურსს გამოყოფს, რათა ბუნდესვერი ევროპის უძლიერესი არმია გახდეს

გერმანიის შეიარაღებული ძალები ევროპაში ყველაზე ძლიერი უნდა გახდეს , – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ბუნდესვერის (გერმანიის შეიარაღებული ძალები) გაძლიერება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. გერმანიის მთავრობა ყველა საჭირო ფინანსურ რესურსს გამოყოფს, რათა ბუნდესვერი ევროპის უძლიერესი არმია გახდეს“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
მისი თქმით, გერმანია თავდაცვით შესაძლებლობებს განავითარებს.
„ჩვენი პარტნიორები ჩვენგან ამას ელიან. მეტიც, ისინი ამას ითხოვენ“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს