ფრიდრიხ მერცი – გერმანია პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ ინიციატივას არ შეუერთდება

გერმანია პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ ინიციატივას არ შეუერთდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კერნისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პალესტინის სახელმწიფოს შესაძლო აღიარების შესახებ ფედერალური მთავრობის პოზიცია ნათელია. კანადამ ეს იცის. ჩვენ ამ ინიციატივას არ შევუერთდებით. ვთვლით, რომ მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ არის“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
ცნობისთვის, გასულ თვეში, კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კერნიმ განაცხადა, რომ სექტემბერში გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს.
„ადგილზე არსებული რეალობა, მათ შორის ღაზაში მოსახლეობის შიმშილი, ნიშნავს, რომ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა ჩვენს თვალწინ ფაქტობრივად ქრება, ამიტომაც მოქმედება ახლაა საჭირო. კანადა გმობს იმ ფაქტს, რომ ს მთავრობამ ღაზაში კატასტროფის გაგრძელება დაუშვა“, – აღნიშნა მარკ კერნიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ვარკეთილის“ მეტროს ფუნქციონირება შეზღუდული იყო იმ სამუშაოების გამო, რაც ჩატარდა, ძირითადად, ეს იყო მოსაცდელში არსებული თაღის ჭერის გამაგრება, შესაბამისი ხსნარებით და ბეტონით – რეაბილიტაცია წლის ბოლოსთვის დასრულდება

კახა კალაძე – პრემიერის კაბინეტში მუქარა, შანტაჟი და შეურაცხყოფა მიდიოდა, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაგვეჩაღებინა – იყო დაპირებები: ჩვენ ყველაფრით დაგეხმარებით, შესაბამისი ტექნიკით იქნებით უზრუნველყოფილი და ასე შემდეგ