ფრიდრიხ მერცი – გერმანია მზად არის ნატო-ს ტერიტორია ნებისმიერი აგრესიისგან დაიცვას

გერმანია მზად არის ნატო-ს ტერიტორია ნებისმიერი აგრესიისგან დაიცვას, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გერმანიის კანცლერი ვილნიუსში ჩავიდა, სადაც დღეს ლიეტუვაში გერმანიის 45-ე ჯავშანსატანკო ბრიგადის განთავსების აღსანიშნავად ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
„რუსეთის აგრესიული რევიზიონიზმის ფონზე, ბალტიისპირეთში ვითარება დაძაბულია, რაც ევროპის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ევროპამ ევროპისთვის უფრო მეტი იარაღი უნდა აწარმოოს“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
მისი თქმით, ლიეტუვას შეუძლია გერმანიის იმედი ჰქონდეს.
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ფრიდრიხ მერცს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში გერმანიის ჯავშანსატანკო ბრიგადის განლაგება გერმანიის მზადყოფნას ადასტურებს, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგი დაიცვას.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას