ფრიდრიხ მერცი – გერმანიამ, შესაძლოა, სლოვაკეთისთვის ევროკავშირის დაფინანსების შეწყვეტის საკითხი განიხილოს

გერმანია ევროკავშირის მიერ სლოვაკეთისთვის დაფინანსების შეჩერების საკითხს განიხილავს, თუ ქვეყანა ბლოკის საერთო მიმართულებიდან გადახვევას განაგრძობს, – Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა WDR Europaforum-ის კონფერენციაზე განაცხადა, როდესაც მას უნგრეთისა და სლოვაკეთის შესახებ კითხვა დაუსვეს.
მერცის თქმით, წევრი სახელმწიფოები, რომლებიც არღვევენ კანონის უზენაესობას, შეიძლება შესაბამისი სამართალწარმოების წინაშე აღმოჩნდნენ და ყოველთვის არსებობს მათთვის ევროპული დაფინანსების შეჩერების ვარიანტი.
„თუ ეს საჭირო იქნება, ჩვენ ამას გავუმკლავდებით. თუ ამ კურსს გავაგრძელებთ, ვერ ავიცილებთ თავიდან უნგრეთთან და სლოვაკეთთან ამ კონფლიქტს. ვერ დავუშვებთ, რომ მთელი ევროკავშირის გადაწყვეტილებები მცირე უმცირესობაზე იყოს დამოკიდებული და რა თქმა უნდა, შეიძლება არსებობდეს უფრო მკაფიო სიტყვები და შესაძლოა უფრო მკაცრი კონფლიქტები“, – აღნიშნა მერცმა.
Bloomberg-ი წერს, რომ ბრიუსელში სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს. პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობამ ევროკავშირის მიმართ კონფრონტაციული რიტორიკა აირჩია და უფრო მეტად დაუახლოვდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს. ფიცომ კრიტიკა დაიმსახურა მოსკოვში ვიზიტის გამოც, რომლის დროსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)