ფრიდრიხ მერცი ადასტურებს, რომ გერმანია უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოებას დააფინანსებს

გერმანია უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოებას დააფინანსებს, -ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ბერლინში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
Taurus-ის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ დასმულ შეკითხვაზე, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა უპასუხა, რომ გერმანია გეგმავს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები უკრაინასთან ერთად აწარმოოს.
„შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა გაგრძელდება და გაფართოვდება, რათა უკრაინამ ახლაც და მომავალშიც რუსული აგრესიისგან თავის დაცვა შეძლოს. ამასთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა, რომ უკრაინისთვის Starlink-ის მნიშვნელოვან ნაწილს დავაფინანსებთ“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
მისი თქმით, გერმანიას უკრაინაში მუდმივი მშვიდობა სურს.
„ჩვენი თავდაცვის მინისტრები შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ. რაკეტების მოქმედების მანძილზე შეზღუდვები არ იქნება, რათა უკრაინამ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…