ფრიდონ ინჯია – ციხე უნდა იყოს ისეთი, რომ მეორედ ადამიანს არ მოუნდეს იქ ყოფნა, ნუ გავხდებით ამ მხრივ ლიბერალები – არის კატეგორია ადამიანების, რომლებსაც მოსწონთ და უყვართ სააკაშვილი, რით დაიმსახურა? სიმკაცრით!

ციხე უნდა იყოს ისეთი, რომ მეორედ ადამიანს არ მოუნდეს იქ ყოფნა – ნუ გავხდებით ამ მხრივ ლიბერალები, ციხე გახდება მრავალსეზონიანი დასვენების ადგილი, – ასე მიმართა „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მისულ იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს.
ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ ყველაფერი სიმკაცრით იწყება და მათ შორის საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პატივისცემა სწორედ სიმკაცრის გამოვლენისთვის დაიმსახურა.
„ციხე უნდა იყოს ისეთი, რომ მეორედ ადამიანს არ მოუნდეს იქ ყოფნა და სხვისთვისაც მაგალითი იყოს. თქვენი ვალდებულებაა ბოლომდე და სამართლიანად მოახდევინოთ პატიმარს სასჯელი და ნუ გავხდებით ამ მხრივ ლიბერალები. ციხე გახდება მრავალსეზონიანი დასვენების ადგილი – სხვადასხვა პროგრამით როგორ გავართოთ, სპორტული რაღაცებით, მაშინ რაღაცნაირად გრაფიკი შევადგინოთ, რომ რაღაცნაირად გავართოთ ისინი იქ! არ არის მთლად ასე საჭირო. ეს ყველაფერი მოდის დისციპლინიდან და სასჯელიდან. აი, როგორ დაიწყება დღე, როგორ შემოდის კარისკაცი, ყველაფერი იქიდან იწყება – სიმკაცრით. არის კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც მოსწონთ და უყვართ სააკაშვილი. რით დაიმსახურა მან? სიმკაცრით! და ბევრმა ადამიანმა კი არ იცის იმ სიმკაცრის უკან რა იდგა, მაგრამ სიმკაცრე რომ იყო, მაგიტომ ის გარკვეული რაოდენობა არის, რომელიც ფიქრობს, რომ აი ეს გვიშველის. ასეთი რამ არის ეს სიმკაცრე. სიმკაცრე გაყვარებს თავს და ყველაფერი რიგზე დგება და ეს ქართველ კაცს აუცილებლად სჭირდება“,- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს