„ფრიდომ ჰაუსის“ ინტერნეტის თავისუფლების ანგარიშში, საქართველო თავისუფალ ქვეყნად დასახელდა

“ფრიდომ ჰაუსმა” ინტერნეტის თავისუფლების ანგარიშში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საქართველო თავისუფალ ქვეყნად არის დასახელებული და მას 100-დან 76-ი ქულა აქვს, რაც, გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, ორი ქულით ნაკლებია, თუმცა საქართველო რეგიონში ამ მიმართულებით ლიდერობას ინარჩუნებს.
თურქეთი და აზერბაიჯანი არათავისუფალ ქვეყნების რიცხვში არიან, თავისუფალ ქვეყნად დასახელდა სომხეთი, 72 ქულით.
ანგარიშის მომზადებისას გათვალისწინებულია რამდენიმე კრიტერიუმი – მათ შორის, ინტერნეტის წვდომისთვის არსებული დაბრკოლებები, კონტენტზე დაწესებული შეზღუდვები და მომხმარებელთა უფლებების დარღვევები.
ინტერნეტის თავისუფლების რეიტინგში პირველი ადგილი უკავია ისლანდიას, 94 ქულით, რომელსაც ესტონეთი 93 ქულით მოსდევს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი