ფრიდმანი უკრაინას უჩივის და $1 მილიარდს ითხოვს

რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის კომპანიამ უკრაინის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. საქმე ეხება Сенс Банк-ის საქმეს. კომპანია უკრაინისგან დიდ ფინანსურ კომპენსაციას ითხოვს. ამის შესახებ „24-ე არხი“ ABH Holdings SA-ზე დაყრდნობით წერს.
უკრაინული მედია წერს, რომ კომპანია ABH Holdings SA-მ არბიტრაჟი ვაშინგტონში, საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრში (ICSID) მოითხოვა. დავის მიზეზი უკრაინის სახელმწიფოს მიერ Сенс Банк-ის ნაციონალიზაციაა, რასაც ფრიდმანი არალეგალურს უწოდებს. საჩივარში ABH Holdings SA მიუთითებს, რომ ის უკრაინისგან 1 მილიარდ დოლარზე მეტის კომპენსაციას ითხოვს. გარდა ამისა, ABH Holdings SA თვლის, რომ უკრაინის სახელმწიფომ, სავარაუდოდ, უკანონოდ წაართვა Сенс Банк-ი მის კანონიერ მფლობელებს, აქციონერებსა და ბენეფიციარებს.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 22 ივლისს უკრაინის მთავრობამ მხარი დაუჭირა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას Сенс Банк-ის ბაზრიდან გაყვანის შესახებ. ბანკის მთავარი ბენეფიციარები იყვნენ ოლიგარქები, რომლებსაც ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ სანქციები დაუწესა: ანდრეი კოსოგოვი (ბანკის აქციების 40,96%), პეტრ ავენი (12,4%), მიხაილ ფრიდმანი (32,86%). ამასთან, Сенс Банк-ის აქციების ნომინალური მფლობელია ABH Holdings SA-ა, რომელიც რეგისტრირებულია ლუქსემბურგში.