ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის ყოფილი კოორდინატორი დენიელ ფრიდი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს არ გააჩნია კარგი განზრახვები საქართველოს მიმართ და სწორედ ამიტომ, ის მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ძალებს, ერთად იმუშაონ დამოუკიდებელი, ძლიერი და დემოკრატიული საქართველოსთვის.
ეს განცხადება მან ფორმულას ეთერში, გადაცემა პოლიტმეტრში ჩართვისას გააკეთა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას ფიქრობდა მიუნხენის კონფერენციის დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის, როგორც პრორუსი ოლიგარქის მოხსენებაზე, რაზეც ფრიდმა თქვა, რომ “ქართულ პოლიტიკაზე კომენტარს არ გააკეთებდა”. თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ “პოლიტიკურმა ძალებმა ერთად უნდა იმუშაონ, რათა საქართველო არ იყოს რუსეთის კონტროლის ქვეშ”.