“ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს” — კრემლი -თან მოლაპარაკებებზე

კრემლის პრეს-სპიკერ დიმიტრის, პესკოვის განცხადებით, ს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გუშინ, 13 მარტს გვიან ღამით მიიღო -ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და გადასცა დამატებითი გზავნილები სთვის.
პესკოვის თქმით, რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღო დამატებითი ინფორმაცია და მოსკოვი მხარს უჭერს ტრამპის პოზიციას უკრაინის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე, მაგრამ აქვს კითხვები, რომლებსაც პასუხი ერთობლივად უნდა გაეცეს.
პესკოვის განცხადებით, რუსეთსაც და შეერთებულ შტატებსაც ესმით, რომ პუტინსა და ტრამპს შორის საუბარი აუცილებელია, თუმცა კომუნიკაციის ზუსტი დრო ჯერ შეთანხმებული არ არის.
„რა თქმა უნდა, არსებობს მიზეზები, რომ ვიყოთ ფრთხილად ოპტიმისტურები“, — თქვა პესკოვმა.
პესკოვმა უარყო ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი უკრაინისა და ს საკითხებში კით კელოგი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს
პროუკრაინული პოზიციების გამო, რუსეთის მოთხოვნით ჩამოაშორეს.
„არა, ვერ დავადასტურებ. აშშ-ის გადასაწყვეტია, ვინ დანიშნონ და ვინ არა“, — თქვა პესკოვმა.
უკრაინისა და რუსეთის საკითხებზე აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელი, გადამდგარი გენერალი კით კელოგი არ მონაწილეობდა აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებში, რომელიც საუდის არაბეთში, ჯიდაში გაიმართა. რუსეთში მოლაპარაკებებზე ჩასული იყო შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, მილიარდერი სტივ უიტკოფი.
11 მარტს, საუდის არაბეთში, ჯიდაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მ განაცხადა, რომ მზად არის, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ხელი მოაწეროს, იმ პირობით, რომ რუსეთიც დაიცავს მას.
აცხადებს, რომ თანახმაა ში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა ამან უნდა მიგვიყვანოს „გრძელვადიან მშვიდობამდე” და კონფლიქტის „ძირეული მიზეზების“ აღმოფხვრამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – რა შუაშია რაჟდენ კუპრაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციასთან? მის ბრალეულობას ვერ ვხედავ – თუ ვიღაცამ დეკლარაცია არასწორად შეავსო, რაჟდენ კუპრაშვილს როგორ უნდა დაენახა?