“ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებთ სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმებას” – რუსეთის ვიცე-პრემიერი

ფრთხილი ოპტიმიზმით უყურებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის პარაფირებულ შეთანხმებას, რაც ჩვენი დიდი ევრაზიული რეგიონის მშვიდობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილია”, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის მთავრობის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა.
8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, პრეზიდენტ ს მედიაციითა და მონაწილეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც უნდა დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. გარდა ამისა, შეთანხმების შესაბამისად, მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას 99 წლით სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის.