ფრე “სან სიროზე” “ინტერთან” – “ნაპოლიმ” ლიდერობა შეინარჩუნა [VIDEO]

სერია A-ს მეთორმეტე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ინტერთან“ ქულები გაიყო – 1:1.
მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას, თუმცა უხიფათოდ უტევდნენ. პირველი მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როდესაც კვარაცხელიას დარტყმულ ბურთს მეკარე ზომერი დაეუფლა. შემდეგ ხვიჩას კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთი რაჰმანიმ კარისკენ გადაგზავნა, სადაც მაკტომინეიმ ყველას დაასწრო და ნეაპოლური გუნდი დააწინაურა. მერე „ინტერს“ კარგი შანსი მიეცა, მაგრამ საჯარიმოდან ჩალჰანოღლუმ ბურთი ცოცხალ კედელს გაარტყა. 43-ე წუთზე კი მერეტმა ჩალჰანოღლუსგან არგასაშვები გოლი გაუშვა და ანგარიში გათანაბრდა.
მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, „ნერაძურის“ მეტოქის კარზე იერიშები მიჰქონდა, დიმარკომ
ბურთი ძელს გაარტყა, ხოლო „ნაპოლის“ მოწინააღმდეგის ნახევარზე აწევა უჭირდა და მწვრთნელმა კონტემ გილმორი ლობოტკათი შეცვალა. 72-ე წუთზე ანგისამ საჯარიმოში ტიურამი წააქცია და პენალტიდან ჩალჰანოღლუს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. შეცვლაზე შესულმა სიმეონემ ბოლოს კარგი შანსი ვერ გამოიყენა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
„ნაპოლი“ 26 ქულით ლიდერია და 24 ნოემბერს „რომას“ მიიღებს.
ინტერი – ნაპოლი 1:1
გოლები: 0:1 მაკტომინეი (23), 1:1 ჩალჰანოღლუ (43)
გამოუყენებელი პენალტი: ჩალჰანოღლუ (74)