ფრე ოთხი მოგების შემდეგ – ლოჩოშვილის “კრემონეზე” მეორე ადგილზეა

სერია B-ს 24-ე ტურში „კრემონეზესა“ და „რეჯანას“ მატჩი 1:1 დასრულდა.
„კრემონეზე“ ჩემპიონატზე მოპოვებული ზედიზედ ოთხი მოგების შემდეგ სახლში ფრეს დასჯერდა.
სტუმართა გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა კვლავ შეუცვლელად ითამაშა.
კრემონული გუნდი 45 ქულით მეორე ადგილზეა და 16 თებერვალს გასვლაზე „ასკოლის“ შეხვდება.
კრემონეზე – რეჯანა 1:1
გოლები: 0:1 მარკანდალი (57), 1:1 კოდა (70)
გაძევება: იონსენი (90, კრემონეზე)