ფრე დიუსელდორფში – ზივზივაძემ ამჯერად ვერ გაიტანა

მეორე ბუნდესლიგის მეორე ტურში “კარლსრუე” გასვლაზე “ფორტუნას” დაუზავდა – 0:0.
პირველ ტაიმში მცირედ უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, თუმცა თამაში ჩაკეტილი იყო და ყველაზე რეალური მომენტი ვანიტცეკს ჰქონდა, მაგრამ მან საჯარიმოდან ბურთი ხარიხას გაარტყა. შესვენების შემდეგ ორივე გუნდი გააქტიურდა, ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა „კარლსრუეს“ თავდამსხმელს ბუდუ ზივზივაძეს მიეცა, რომელმაც წინა მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა ჰოფმანმა დაბლოკა.
“კარლსრუე” შემდეგ შეხვედრას 18 აგვისტოს თასზე, ლოტეში რეგიონული ლიგის “შპორტფროინდესთან” ჩაატარებს.
ფორტუნა – კარლსრუე 0:0

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში