ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ლივერპულმა” პსჟ სტუმრად 1:0 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ “სქაუზერების” მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“შეხვედრა ფრედ რომ დამთავრებულიყო, მაინც იღბლიანები ვიქნებოდით, მეტოქემ პირველ ტაიმში ბევრი მომენტი შექმნა, მეორე ტაიმში კიდევ უფრო მოუმატეს. კარგად გამოჩნდა, რომ პსჟ უმაღლესი დონის გუნდია. ლუის ენრიკემ ფანტასტიური სამუშაო ჩაატარა”, – განაცხადა სლოტმა.
საპასუხო შეხვედრა 12 მარტს “ენფილდზე” გაიმართება. იქამდე, 8 მარტს, “პარი სენ ჟერმენი” ლიგა 1-ის 25-ე ტურში გასვლაზე “რენს” დაუპირისპირდება.
