ფრენკი დე იონგმა განმარტა, რატომ თქვა უარი “იუნაიტედში” ტრანსფერზე

“ბარსელონას” ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა NOS-თან ინტერვიუში პრემიერლიგაში ტრანსფერის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, გასულ ზაფხულს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლა შეეძლო, თუმცა “ბლაუგრანაში” თავს ბედნიერად გრძნობს.
“უკვე ჩემი ოცნების გუნდში ვთამაშობ. შეიძლებოდა თუ არა ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლით ჩემი კარიერა წინ წასულიყო? რა თქმა უნდა, მაგრამ “ბარსელონაში” ძალიან ბედნიერი ვარ”, – განაცხადა დე იონგმა.
შეგახსენებთ, ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში “ბარსას” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 11 მატჩი გამართა, თავი კი 1 გატანილი გოლით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში