ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს ენიჭება უფლებამოსილება, ალკოჰოლურ სიმთვრალეზე საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის შემოწმება განახორციელოს

ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორს ენიჭება უფლებამოსილება, ალკოჰოლურ სიმთვრალეზე საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის შემოწმება განახორციელოს.
ამას “საჰაერო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო.
პროექტის თანახმად, ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორის მიერ ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის დადგენა ალკოტესტის აპარატის მეშვეობით, ფრენის დაწყების წინ განხორციელდება.
კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა წარადგინა.