ფრენის დროს მგზავრებმა თვითმფრინავში გველი აღმოაჩინეს (ვიდეო)

Thai AirAsia-ის მგზავრები, რომლებიც ბანგკოკიდან ფუკეტის მიმართულებით მიფრინავდნენ, შოკში ჩავარდნენ, როდესაც ფრენის დროს, თვითმფრინავის ზედა ნაწილში ცოცხალი გველი იპოვეს.

გველთან უფრო ახლოს მჯდომი ადამიანები ადგილის დატოვებას ცდილობდნენ, სხვები კი, პირიქით, უფრო ახლოს მიდიოდნენ, რომ ქვეწარმავალი ვიდეოზე ჩაეწერათ. მოგვიანებით, ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა გველის დაჭერა ცარიელი პლასტმასის წყლის ბოთლით მოახერხა და ქვეწარმავალი ნაგვის ტომარაში გადაიტანეს, წერს The Independent .

ინციდენტი 13 იანვარს, თვითმფრინავის ფუკეტში დაფრენამდე, ცოტა ხნით ადრე მოხდა. ვიდეო ვირუსულად გავრცელდა სოციალურ მედიაში. “ჩემი ყველაზე ცუდი კოშმარი”, – ასე აკომენტარებს ვიდეოს სოციალური ქსელის  ერთ-ერთი მომხმარებელი, რომელიც თვითმფრინავის მგზავრი იყო.

როგორ მოხვდა ქვეწარმავალი ბორტზე, ამ დროისთვის უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია