ფრენების დაგვიანებითა და გაუქმებით გერმანია ლიდერობს

Flightright-მა ევროპის 20 ავიაკომპანიის ფრენები გაანალიზა და გაარკვია, რომ ფრენების დაგვიანებისა და გაუქმების რაოდენობით გერმანია ლიდერი გახდა. გასული ზაფხულის განმავლობაში ანალიტიკოსებმა დააფიქსირეს ფრენის შეფერხების 375 ათასზე მეტი შემთხვევა და 15 ათასზე მეტი ფრენის გაუქმება.
Flightright-ის თანახმად, ევროპაში თითქმის ყოველი მესამე სამგზავრო თვითმფრინავი აფრინდება 15 წუთზე მეტი დაგვიანებით. შეფერხებების რაოდენობით პირველ ადგილზეა Lufthansa ჯგუფი.
— საგანგაშოა, რომ ზაფხულში გერმანიის აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს კვლავ აქვთ ფრენების გაუქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ევროპაში. ეს ნათლად აჩვენებს გერმანულ ავიაციაში არსებულ პრობლემებს“, – თქვა ფეიზა ტურკენმა, მგზავრების უფლებების ექსპერტმა Flightright-ისგან.
ავიაკომპანიების რეიტინგი ამ ზაფხულს ფრენების გაუქმების რაოდენობის მიხედვით ასე გამოიყურება:
-ავიაკომპანია Eurowings, Lufthansa Group-ის ნაწილი, ყველა ფრენის 3%-ზე მეტს შეადგენს
-Lufthansa-ს გაუქმების მაჩვენებელი 2.9%
-ავიაკომპანია Swiss, რომელიც ასევე Lufthansa Group-ის ნაწილია – ყველა ფრენის 2,61%
ანალიტიკოსების აზრით, ფრენის გაუქმების საშუალო მაჩვენებელი 1%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ასეთ მაჩვენებლებს აჩვენა TAP Portugal-მა, Ryanair-მა და Iberia-მ.
არც გერმანიის აეროპორტებშია ყველაფერი სახარბიელოდ. ფეიზა ტურკენის თქმით, ფრენების გაუქმების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ხუთი აეროპორტიდან ოთხი გერმანიაშია.
აეროპორტებს შორის ფრენების გაუქმების რაოდენობით ლიდერობს ბერლინი-ბრანდენბურგის აეროპორტი ფრენების გაუქმების მაჩვენებლით 3%. მეორე და მესამე ადგილზეა ფრანკფურტი (2,52%) და მიუნხენი (2,49%). მეოთხე ადგილზეა ციურიხი, ფრენის გაუქმების მაჩვენებლით 2,37%. მეხუთე ადგილს დიუსელდორფი იკავებს 2,28% მაჩვენებლით.
avianews. ge

ასევე დაგაინტერესებთ