ფრაქციამ – „საქართველოსთვის“, პარლამენტში, მინიმუმ 1050-ლარიანი სახელფასო ზღვარის დაწესების თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებები წარადგინა

ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატები მინიმალური სახელფასო ზღვარის დაწესების ინიციატივით გამოდიან. მათ პარლამენტში „შრომის კოდექსში“ ცვლილებები წარადგინეს, რომლის მიხედვით, ერთი თვის შრომის ანაზღაურების ოდენობა არ შეიძლება იყოს 1050 ლარზე ნაკლები, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით.
პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნული ცვლილება შეეხება როგორც სრულ, ასევე არასრულ სამუშაო განაკვეთზე დასაქმებულ პირებს, თუმცა არ შეეხება სტაჟირებასთან, გამოსაცდელ ვადასთან და კონკრეტული სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებულ შრომით ურთიერთობებს.
ინიციატორთა შეფასებით, მინიმალური ხელფასის დაწესება ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე ღირსეული პირობების შექმნას, გააძლიერებს სოციალური დაცვის სისტემას და შეამცირებს სიღარიბეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არაფრისგან სკანდალს ვერ შექმნით! ხელში შეგრჩათ მხოლოდ ის, რომ ვიღაცის თუთიყუშს ბუმბულები გასცვივდა, გამოძიებამ შეიძლება ის თუთიყუშიც „შეისწავლოს“ – ნუ ნერვიულობთ, თუთიყუშიც კარგად იქნება!

ირაკლი კობახიძე – პირდაპირ ტერორისტსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ასევე გარე პოლიტიკური ძალები – ეს უფრო ამაგრებს იმ სარჩელს, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში