ფრანჩესკო კალცონა: კვარაცხელია “ოქროს ბურთს” მოიგებს, თუ…

სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ “კორიერე სპორტთან” ინტერვიუში “ნაპოლიში” მუშაობის პერიოდი გაიხსენა და ს შესახებაც ისაუბრა:
“გუნდის და სატურნირო მდგომარეობის გამო, ამა თუ იმ ფეხბურთელების პირადი პრობლემების მოსაგვარებლად ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მქონდა. რა აკლია კვარაცხელიას? თქვენ ევროპის ჩემპიონატზეც ხედავთ ბევრ მაღალი დონის ფეხბურთელებს, რომლებიც უბურთოდ თამი აქტიურ და სისტემურ მონაწილეობას იღებენ. “კვარა” ამას იშვიათად აკეთებს. აგრეთვე 30 მეტრის მანძილიდან უკეთ დარტყმა უნდა ისწავლოს და ნახევარდაცვაში უფრო პროდუქტიული იყოს. თუ ამ სამი კომპონენტის გამოსწორებას შეძლებს, “ოქროს ბურთს” მოიგებს, დარწმუნებული
ვარ”.