„ფრანს-პრესი“ – საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ბიუჯეტი პარლამენტში კენჭისყრის გარეშე დაამტკიცა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის ბიუჯეტი პარლამენტში კენჭისყრის გარეშე დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
„ბიუჯეტის გარეშე ვერც ერთი ქვეყანა ვერ იარსებებს“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ბაირუმ.
როგორც მედია აღნიშნავს, რადიკალურმა მემარცხენე პარტიამ „დაუმორჩილებელი საფრანგეთი“ ბაირუს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება მოითხოვა, თუმცა „სოციალისტურმა პარტიამ“ განაცხადა, რომ წინადადებას მხარს არ დაუჭერს.
ცნობისთვის, დეკემბერში ფრანსუა ბაირუს წინამორბედმა, მიშელ ბარნიემ ბიუჯეტი კენჭისყრის გარეშე, კონსტიტუციის 49.3-ე მუხლის გამოყენებით დაამტკიცა, რის შემდეგაც მას საფრანგეთის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი – ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე თვალს ხუჭავს – ავსტრალია პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღიარებს