„ფრანს-პრესი“ – პორტუგალიაში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა

პორტუგალიაში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
„ეროვნული გადამცემი ქსელის ყველა ქვესადგური აღდგენილია და ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ქსელი სრულად სტაბილიზებულია“, – განაცხადა პორტუგალიის ელექტროქსელის ოპერატორმა REN-მა.
ასევე, „ფრანს-პრესის“ ცნობით, ელექტროენერგია ესპანეთის 99%-საც ნორმალურ რეჟიმში მიეწოდება.
შეგახსენებთ, ესპანეთსა და პორტუგალიაში გუშინ ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა მოხდა, რამაც ორივე ქვეყანაში მნიშვნელოვანი შეფერხებები გამოიწვია. პორტუგალიის ელექტროქსელის ოპერატორის REN-ის ცნობით, ქვეყანაში ელექტროენერგიის გათიშვა ესპანეთის ელექტროქსელში მომხდარმა გაუმართაობამ გამოიწვია, რაც შეიძლება „იშვიათ ატმოსფერულ ფენომენს“ უკავშირდებოდეს, თუმცა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”