„ფრანს-პრესი“ – პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგადაც 16 ჯარისკაცი დაიღუპა

პაკისტანში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, რის შედეგად 16 ჯარისკაცი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, შემთხვევა პაკისტანის ხაიბერ-პახტუნხვას პროვინციის ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში მოხდა.
„თვითმკვლელი ტერორისტი ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული მანქანით სამხედრო კოლონას შეეჯახა. აფეთქების შედეგად 16 ჯარისკაცი დაიღუპა და 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა“, – განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა.
პოლიციის ცნობით, აფეთქების შედეგად ორი საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩამოინგრა, რის შედეგადაც, ექვსი ბავშვი დაშავდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანის თალიბანმა, „თეჰრიქ-ე თალიბანმა“ აიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი: მხოლოდ იანვარში 56 მილიონი დოლარის ნავთობია გატანილი – ან ეს არის იმპორტირებული ნავთობი, რომელსაც სახელი ეცვლება და ექსპორტზე გადის, ან შემოდის რუსული ნედლი ნავთობი და ყულევის ტერმინალში გადამუშავდება