“ფრანს პრესი” – მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1002-ს აღწევს

მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1002-ს აღწევს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ მიანმარის სამხედრო ხუნტაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიანმარის სამხედრო ხუნტას ცნობით, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 2376-მდე გაიზარდა.
„ინფრასტრუქტურა დაზიანდა, მათ შორის, გზები, ხიდები და შენობები, რამაც მსხვერპლი გამოიწვია და მშვიდობიანი მოსახლეობა დაშავდა. ამჟამად დაზარალებულ რაიონებში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს“, – ნათქვამია ხუნტას განცხადებაში.
შეგახსენებთ, პარასკევს, 28 მარტს, მიანმარში 12 წუთის ინტერვალით ორი ძლიერი მოხდა. -ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი – 6.4. ქვეყნის 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე მიაღწია.
მიწისძვრის შედეგად ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში 30-სართულიანი მშენებარე შენობა ჩამოინგრა. ტაილანდის დედაქალაქი სტიქიის ზონად გამოცხადდა. ტაილანდის ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ბანგკოკში, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 101 დაკარგულად ითვლება.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: ხომ წარმოუდგენელია, რუსულმა რეჟიმმა, რომელიც კორუფციაში იხრჩობა და მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ნებართვა გასცეს საკუთარი დანაშაულების მხილებაზე, რომ კი, მილიონები მოვიპარე

გიგი უგულავა – „ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ადგილობრივ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია მათი სურვილი, რისი დამთმობები არიან – დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ კომპლექსური საგზაო რუკა უნდა დავდოთ