ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმის განცხადებით, აშშ მსოფლიო წესრიგს ანადგურებს

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა აშშ-ის საგარეო მკაცრად გააკრიტიკა და მსოფლიოს მოუწოდა, არ დაუშვას მსოფლიო წესრიგის „ყაჩაღების ბუნაგად“ გადაქცევა.
Reuters-ი წერს, რომ უჩვეულოდ მკაცრ შენიშვნებში, რომელიც,როგორც ჩანს, ისეთ ქმედებებს ეხებოდა, როგორიცაა ვენესუელას პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავება, გერმანიის პრეზიდენტმა განაცხადა,რომ გლობალურ დემოკრატიას ისე უტევენ, როგორც არასდროს.
“ხდება ღირებულებების ნგრევა ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორის, აშშ-ის მხრიდან, რომელმაც ხელი შეუწყო ამ მსოფლიო წესრიგის აშენებას. თავიდან უნდა ავიცილოთ ის, რომ მსოფლიო არ გადაიქცეს ყაჩაღების ბუნაგად, სადაც ყველაზე არაკეთილსინდისიერები ყველაფერს იტაცებენ, სადაც რეგიონებს ან მთელ ქვეყნებს რამდენიმე დიდი ძალის საკუთრებად მიიჩნევენ“, – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია