ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი – მსოფლიო წესრიგს ანგრევს

აშშ მსოფლიო წესრიგს ანგრევს, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა.
გერმანიის პრეზიდენტმა ვენესუელაში სამხედრო ოპერაციის შემდეგ -ის საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა.
„ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი, აშშ ღირებულებებს ანგრევს, რომლებმაც მსოფლიო წესრიგის შექმნას ხელი შეუწყო“, – განაცხადა შტაინმაიერმა.
მისი თქმით, გლობალური დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის, „როგორც გარედან, ისე შიგნიდან“.
„მსოფლიო ყაჩაღების თავშესაფარი არ უნდა გახდეს, სადაც ყველაზე უპრინციპოები იმას იღებენ, რაც სურთ და რეგიონებსა და ქვეყნებს დიდი ძალები თავიანთ საკუთრებად მიიჩნევენ“, – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.