ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართველი მწერლის მარიამ წიკლაურის წიგნის წარდგენა გაიმართა

18 ოქტომბერს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რუმინულ სტენდზე მარიამ წიკლაურის წიგნის „რა ჰქვია შენს მეგობარს“ გერმანულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნი მწერალთა სახლის ხელშეწყობით გერმანულმა გამომცემლობა Pop-Verlag-მა გამოსცა. პრეზენტაციას მთარგმნელი ირმა შიოლაშვილი წარუძღვა.
წიგნის ანოტაცია: ერთ უცნაურ ქალაქში, ქალაქის მერი ახალ დღესასწაულს, „მეგობრობის დღეს“ დააარსებს. ირგვლივ „მეგობრობის მეჯლისის“ სამზადისია გაჩაღებული, მაგრამ ადამიანებიც და საგნებიც აღმოაჩენენ, რომ მეგობრები დაუკარგავთ… ვინც მეგობრის პოვნას ვერ შეძლებს, „უმეგობრობის გადასახადი“ უნდა იხადოს. ყველა საგონებელშია ჩავარდნილი. განა ადვილია ნამდვილი მეგობრის პოვნა?! მათ პატარა გოგონა თანო და ძაღლი ჰამი დაეხმარებათ…