ფრანგულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობა Bookland Press-ში გამოიცა ქართული მოთხრობების კრებული

მწერალთა სახლის ხელშეწყობით ფრანგულ ენაზე ითარგმნა და გამომცემლობა Bookland Press-ში გამოიცა ქართული მოთხრობების კრებული, რომელშიც შესულია კოტე ჯანდიერის, კახა მელითაურის, ირაკლი ჯავახაძის, ნინო სადღობელაშვილის, ნინო გუგეშაშვილის, გელა ჩქვანავას, ბაჩო კვირტიას, ნინო ქადაგიძის, რეზო თაბუკაშვილისა და ცირა ყურაშვილის ნაწარმოებები.
კრებულის მთარგმნელია დალი იაშვილი.
ასევე ფრანგულად გამოიცა მაკა ჯოხაძის „ისკარიოტის ეკლები“ (მთარგმნელი: შორენა ციცაგი) და ნოდარ მაჭარაშვილის „კვაზიმოდოს ქალაქი“ (მთარგმნელი: თამარ რუხაძე).
წიგნებს მწერალთა სახლი პარიზის წიგნის ფესტივალზე წარადგენს.
ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.
კომენტარები კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი