ფრანგულ-ბერძნული აპერკოტი ქართულ მაფიას

ქართულმა მაფიამ ევროპაში მძლავრი დარტყმა მიიღო. 16-17 აპრილს საბერძნეთისა და საფრანგეთის ტერიტორიაზე ერთდროულად ჩატარებული ოპერაცია „კავკასია-ნორმანდიის“ ფარგლებში, ქართული მაფიის “ბოსად” წოდებული, რუსთაველი „კანონიერი ქურდი“ ლაშა შუშანაშვილი, მისი კრიმინალური დაჯგუფების 40-მდე წევრი და მათი ოჯახის წევრები დააკავეს.
შუშანაშვილის აყვანის ოპერაციაში, რომელიც საბერძნეთში, სალონიკთან ახლოს, პატარა ქალაქ პილაიაში ჩატარდა, სპეციალური ანტიტერორისტული ჯგუფის Ε.Κ.Α.Μ-ის 100-მდე მებრძოლი და საპოლიციო ვერტმფრენი იყო ჩართული.
ბერძნული მედიის ცნობით, ქართველმა კრიმინალებმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს. ორმხრივი სროლებისას ორი ადამიანი დაიჭრა. ამ დრომდე უცნობია დაჭრილთა შორის არის თუ არა თავად შუშანაშვილი. საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ასევე დააკავეს კანონიერი ქურდები ნოდარ შუკაკიძე („ნოდო გლდანსკი“), მერაბ ასანიძე („ჩიკორა“) და ქართულ მაფიასთან დაკავშირებული, საქართველოს კიდევ 23 მოქალაქე.
საბერძნეთის პოლიციის ცნობით, დაკავებულთა ბინების ჩხრეკის შემდეგ, 25 000 ევრო, მოპარული ოქროულობა, ელექტრონული მოწყობილობები, ყალბი დოკუმენტები და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. ამ ჯუფმა მხოლოდ სალონიკში 56 საცხოვრებელი სახლი და რამდენიმე ლომბარდი გაქურდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საერთო ზარალმა 1 მილიონ ევროს გადააჭარბა.
ქართული დაჯგუფება საბერძნეთში საფრანგეთის პროკურატურის მიერ გაცემული ევროპული ორდერის (EAW) საფუძველზე აიყვანეს. საფრანგეთი ლაშა შუშანაშვილისა და კიდევ რამდენიმე დაკავებულების ექსტრადირებას ითხოვს. ამის შესახებ ქალაქ რენის პროკურორმა ნიკოლას ჟაკემ განაცხადა:
ეს ოპერაცია შესაძლებელი გახდა საქართველოს, საბერძნეთისა და საფრანგეთის ხელისუფლების სრულყოფილი თანამშრომლობის შედეგად. ჩატარებულმა ჩხეკამ საშუალება მოგვცა გვეპოვა საკმარისი მტკიცებულებები ამ მაფიოზური სტრუქტურის წინააღმდეგ.“ ნიკოლას ჟაკე, საფრანგეთის ქალაქ რენის პროკურორი
„ეს ოპერაცია შესაძლებელი გახდა საქართველოს, საბერძნეთისა და საფრანგეთის ხელისუფლების სრულყოფილი თანამშრომლობის შედეგად. რენის საგამოძიებო ორგანოში JIRS-ში სპეციალური ჯგუფი 2017 წლის იანვარში შეიქმნა. საფრანგეთსა და საბერძნეთში შედგა მრავალრიცხოვანი საერთაშორისო შეხვედრები ევროპოლის, ევროიუსტის, ეროვნული ჟანდარმერიის OCLDI-ის ოფისის ეგიდით, რის შედეგადაც სექტემბერში პირველი ფრანგულ-ბერძნული ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ფორმირება მოხდა. ჩატარებულმა ჩხეკამ საშუალება მოგვცა გვეპოვა საკმარისი მტკიცებულებები ამ მაფიოზური სტრუქტურის წინააღმდეგ.“
საფრანგეთის ტერიტორიაზე „კავკასია-ნორმანდიის“ საპოლიციო ოპერაციაში, 300-მდე ჟანდარმი იყო ჩართული. მათ კაენში, მონტობანსა და რენში საქართველოს 14 და სომხეთის ერთი მოქალაქე აიყვანეს. მათ შორის, „კანონიერი ქურდი“ ალექსანდრე კობალაძე („სიუ“), „ქურდული საერთოს“ „მაყურებლები“ – პაატა ახალაძე, ელგუჯა შუკაკიძე და ლევან გოჩიაშვილი.
დაკავებულია რეპერი და მსახიობი „კაბუც“, კახა აბუაშვილი, რომელიც პაატა ახალაძის ახლო მეგობარია და საფრანგეთში სამკუნალოდ იმუოფებოდა. დაპატიმრებულთა შორის ოთხი ქალია.
საფრანგეთის პოლიციის ცნობით, ევროპაში ქართული მაფიის ამ განშტოებას ბოლო წლებში, ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში რამდენიმე ასეული ბინისა და მაღაზიის გაძარცვაში ედება ბრალი.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს აქტიურად იყო ჩართული ერთობლივ ოპერაციაში:
ისინი ქურდავდნენ ბინებს, მაღაზიებს, შემდეგ ახდენდნენ მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაციას და ფულის გათეთრებას..ბრალდებულები საფრანგეთის და საბერძნეთის კანონმდებლობით გასამართლდებიან. სამმხრივი ოპერაცია გრძელდება სხვა დამნაშავეების დადგენის მიზნით“ მამუკა ჭელიძე, შსს-ს კრიმპოლი