ფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა ბეირუთის მიმართულებით ფრენები შეაჩერა

ფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა ბეირუთის მიმართულებით ფრენები შეაჩერა, – ამის შესახებ განცხადებას ავიაკომპანია ავრცელებს.
„უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარებიდან გამომდინარე, ავიაკომპანია პარიზსა და ბეირუთს შორის ფრენების შეჩერებას 6 აგვისტოს ჩათვლით ახანგრძლივებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავიაკომპანია ლიბანში არსებულ ვითარებას აკვირდება.
ცნობისთვის, რეგიონში არსებული დაძაბულობის ესკალაციის ფონზე ამერიკულმა და ბრიტანულმა ავიაკომპანიებმა, United Airlines-მა, Delta Airlines-მა და British Airways-მა ისრაელის მიმართულებით ფრენები დროებით შეაჩერეს.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)