ფრანგული მედიის ცნობით, სტრასბურგში ქართველები სოც.სამსახურის შენობაში თვითნებურად შესახლდნენ

სტრასბურგში, სარლას ქუჩაზე, ნეუჰოფის უბანში მდებარე სოციალური სამსახურის კუთვნილი შენობიდან უკანონოდ შესახლებული თავშესაფრის მაძიებლები უნდა გამოასახლონ. როგორც ფრანგული მედია წერს, უსახლკაროებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან.

“არ ვიცი, რას ვიზამთ და სად დავიძინებთ”, – ამბობს გამოცემასთან საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე,
რომელსაც ოჯახის რამდენიმე წევრთან ერთად ცხოვრობს. გამოცემის ცნობით, სარლას ქუჩაზე მდებარე შენობიდან გამოსახლებას კიდევ 20-მდე პირი ელოდება.

მედიის ცნობით, თავდაპირველად ამ სოციალურ სახლში 150 ადამიანი იყო შესახლებული, თუმცა ისინი ნაწილ-ნაწილ გამოასახლეს.

ცნობილია, რომ ქართველები სტრასბურგის სოციალური სამსახურის კუთვნილ შენობაში თვითნებურად 2023 წლის აპრილიდან შესახლდნენ. სოციალური სამსახური ქალაქ სტრასბურგის ადმინისტრაციას ექვემდებარება.