ფრანგული კინოს საზაფხულო საღამოები ღია ცის ქვეშ გრძელდება

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გიწვევთ კინოფესტივალზე „კინო ღია ცის ქვეშ“ – შესაძლებლობა გექნებათ უყუროთ სხვადასხვა ჟანრის ფრანგულ ფილმებს თბილისის შუა გულში, ღია ცის ქვეშ და რაც მთავარია, დასწრება თავისუფალია.
ფესტივალის მიზანია ფრანგული კინემატოგრაფიის სიმდიდრის წარმოჩენა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა მსურველისთვის. პროგრამაში წარმოდგენილია როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკური ფრანგული ფილმები – დოკუმენტური კინო, ანიმაცია, დრამა და კომედიები, სხვადასხვა ასაკისა და გემოვნების მაყურებლისთვის.
ფესტივალი “კინო ღია ცის ქვეშ” კინოთეატრ ამირანში, Cavea-ს მხარდაჭერით, 5 ივნისს, საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის საღამოს ფარგლებში ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი « Notre-Dame brûle » – შთამბეჭდავი ისტორია იმ ადამიანებზე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად, გმირულად გადაარჩინეს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი.
ფესტივალის ფარგლებში კიდევ 2 ჩვენება გაიმართება.
დღეს, 31 ივლისს, 20:30სთ-ზე ნაჩვენები იქნება მარი ამაშუკელის ფილმი «ამა გლორია» 2023, ფრანგულად, ქართული სუბტიტრებით.
ხოლო, ხუთშაბათს, 7 აგვისტოს, 20:30 სთ-ზე, შესაძლებლობა გექნებათ იხილოთ „სტუდიო მემორის“ 2024 წლის დოკუმენტური ფილმი, „ქართველების პარიჟი“.
ფილმი ნაჩვენები იქნება ქართულად, ფრანგული სუბტიტრებით.
ფილმების ჩვენებას შეგიძლიათ დაესწროთ საფრანგეთის საელჩოს ტერიტორიაზე – ხაზინის ქ. 4. დასწრება თავისუფალია.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა