ფრანგულად ითარგმნა და გამოიცა კონსტანტინე გამსახურდიას “დიონისოს ღიმილი”

მწერალთა სახლის ხელშწყობით, ფრანგულად ითარგმნა და გამომცემლობის Gingko-ის მიერ გამოიცა ს “დიონისოს ღიმილი”. მთარგმნელი: მაია ვარსიმაშვილი რაფაელი
კონსტანტინე გამსახურდიას პირველი მოდერნისტული რომანი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხატვრული ნაწარმოებია მე-20 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში. დაბრუნების იდეა მან პირველად გამოიყენა ამ რომანში, რომლის იდეოლოგიური დაპირისპირებაა გრიგოლ რობაქიძის გველის პერანგი. მთავარი გმირი, კონსტანტინე სავარსამიძეა. ადამიანი, რომელიც გაიქცა საქართველოდან, აჭრა ვენახი, დაივიწყა მამა და მაინც სამშობლოში დასაბრუნებელ გზებს ეძებს.