ფრანგი ფერმერები ევროკავშირსა და „მერკოსურს“ შორის სავაჭრო შეთანხმების წინააღმდეგ მიმართულ საერთო ეროვნულ საპროტესტო აქციებს უერთდებიან

27 ნოემბერს, ფრანგი ფერმერები კვლავ შეუერთდნენ პროტესტს, რომელიც ევროკავშირსა და „მერკოსურს“ შორის სავაჭრო შეთანხმების წინააღმდეგ არის მიმართული.
ფერმერებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართეს დემონსტრაციები სავაჭრო პაქტის წინააღმდეგ, რომელზეც მოლაპარაკებები 2019 წლიდან მიმდინარეობს. შეთანხმება მიზნად ისახავს ევროკავშირსა და სამხრეთ ამერიკის ოთხ ქვეყანას (ე.წ „მერკუსორი“ – ბრაზილია, არგენტინა, პარაგვაი და ურუგვაი) შორის ვაჭრობის გაფართოებას და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნას.
ფრანგი ფერმერების მტკიცებით, ამ გარიგებამ შეიძლება გაანადგუროს ადგილობრივი სოფლის მეურნეობა, რადგან სავაჭრო შეთანხმება იაფი სამხრეთამერიკული პროდუქციის იმპორტის საშუალებას იძლევა, რომელიც ნაკლებად მკაცრი გარემოსდაცვითი და შრომის სტანდარტების მიხედვით იწარმოება. ისინი შიშობენ, რომ ასეთი შემოდინება ძირს გამოუთხრის ფრანგული სოფლის მეურნეობის მაღალ ხარისხს და კონკურენტუნარიანობას, სადაც მკაცრ სტანდარტებს იცავენ.
ამ საკითხთან დაკავშირებით შეშფოთება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც გამოხატა და ხაზგასმით მოითხოვა, რომ სამხრეთამერიკელმა მწარმოებლებმა, მათთან რაიმე შეთანხმების გაფორმებამდე, ევროკავშირის გარემოსდაცვითი სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ.
დაახლოებით 20 ტრაქტორისტი შეუერთდა მომიტინგეებს, რომლებმაც საფრანგეთის ამ ერთ-ერთი უძველესი ქალაქის მთავრობის შენობასთან, პროტესტის ნიშნად, თივა და პროდუქტები დაყარეს.
წყარო: 1 არხი