ფრანგი ჟურნალისტი: “კვარას” მეორე სუნთქვა უნდა გაეხსნას – მსგავსი ფეხბურთელი ყოველ ზამთარს ხელმისაწვდომი არაა

„პარიზიენის“ მთავარმა სპორტულმა მიმომხილველმა დომინიკ სევერაკმა პსჟ-ს გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა და ზეც ისაუბრა. სხვათა შორის, ის გასული წლის იანვარში კვარაცხელიას პარიზულ გუნდში გადასვლას უჭერდა მხარს.
– არ მესმის კლუბის ხელმძღვანელობის სიჯიუტე. სუსტი სათადარიგოები გვყავს, როდესაც ძირითადი შემადგენლობიდან ვინმე ტრავმას მიიღებს, პრობლემები იქმნება. რატომ არ უნდათ მოთამაშეების დამატება?
– მოუთმენლად ველი თქვენს მიერ შემოთავაზებულ კანდიდატებს, მაგრამ ცდებით, თუ თვლით, რომ ყოველ ზამთარს ხელმისაწვდომია „კვარას“ დონის ფეხბრთელი.
– დუეს და დემბელეს მწყობრში ჩადგომის შემდეგ შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ ისინი „კვარასთან“ ერთად ისევ მნიშვნელოვან შეტევით ტრიოს შექმნიან?
– შემადგენლობა უფრო დიდი გახდა და მიმაჩნია, რომ გუნდი მთლიანობაში ამ სეზონში უფრო ძლიერია.
– არ ფიქრობენ ზაბარნის შემცვლელის მოძებნას?
– არა, რადგან ფეხბურთში ასე არ ხდება. ვინც გადაწყვეტილებას იღებს, არ მოქმედებს ჟურნალისტების ან ქომაგების შეხედულებების მსგავსად. ისინი ელოდებიან, აკვირდებიან, მომთმენნი არიან. შეძენიდან ექვსი თვის შემდეგ ზაბარნის არ გაუშვებენ, ადაპტაციისთვის ერთ წელიწადს მისცემენ.
– დემბელე როდის ჩადგება ჩვეულ ფორმაში?
– მან „პარიზთან“ ამ სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. იანვრის ბოლოს სრულად აღიდგენს ფორმას და მეტოქეთა მცველებს ისევ რისხვად მოევლინება.
ცოტა ხნის წინ სევერაკმა ხვიჩაზე „ტრიბუნასთან“ გააკეთ კომენტარი: „ასე ვიტყოდი, მეორე სუნთქვა უნდა გაეხსნას, ძიებაშია. მას კუნთი ჰქონდა დაჭიმული და რამდენიმეჯერ დაშავდა. გასული სეზონის მსგავსი შედეგიანობა არ აქვს, მაგრამ ამას გადაღლილობით ავხსნი. შეუძლია თამაში იმის ხარჯზე გააუმჯობესოს, რომ ნაკლებად წავიდეს დრიბლინგზე და უფრო მეტი გადაცემები გააკეთოს, რამეთუ მოედნის შესანიშნავი ხედვა გააჩნია, რასაც საკმარისად არ იყენებს“.
[VIDEO] ტაბატაძემ “კადისი” მარცხისგან ლამაზი გოლით იხსნა
ხვიჩას გარეშე – პსჟ-მ ნაკლებად სანახაობრივ პარიზულ დერბიში გაიმარჯვა
[VIDEO] ულამაზესი კადრები – ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
Le Parisien: პსჟ-სთვის პრიორიტეტული კვარაცხელიაა და არა ბერნარდო სილვა
ხვიჩას გარეშე – პსჟ-მ ნაკლებად სანახაობრივ პარიზულ დერბიში გაიმარჯვა
კვარაცხელიამ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო – ქართველის დერბიში თამაში საეჭვოა
პსჟ-ს ფეხბურთელების გარეშე – Sofascore-მ წლის სიმბოლური გუნდი შეადგინა