ცივი სეზონის დაწყებამდე საფრანგეთის მთავრობამ კვლავ წამოიწყო კამპანია ენერგორესურსების ეკონომიური გამოყენების მოწოდებით – როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ AFP იუწყება.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპას წელს ენერგორესურსების დეფიციტი არ ემუქრება, როგორც 2022 წელს, საფრანგეთის მთავრობამ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ გაუმეოროს მოწოდება მოქალაქეებს, გამოიყენონ რესურსები ზომიერად და ეს ჩვევად აქციონ.
