ფოტოგრაფმა დავით გიორგაძემ კორეული VOGUE-ის 2024 წლის იანვრის გარეკანი გადაიღო

კორეული VOGUE-ის 2024 წლის იანვრის გარეკანი ქართველმა ფოტოგრაფმა დავით გიორგაძემ გადაიღო. ის პირველი ქართველი ფოტოგრაფია, რომელმაც მოდის მთავარი გამოცემის ყდაზე იმუშავა.
კორეულმა VOGUE-მა 2024 წლის იანვრის გარეკანის ფოტო თავის Instagram-ის ანგარიშზე გამოაქვეყნა. გარეკანზე ვხვდებით ამერიკელ მოდელ ლულუ ტენის, რომელსაც დიზაინერ მეთიუ ბლეზის შექმნილი სამოსი აცვია. გარეკანის მოდის დირექტორი იენიონგ სონია, ხოლო მოდის რედაქტორი ეუნჯი შინი.
დავით გიორგაძეს აქამდე უმუშავია ისეთ მოდის სახლებთან, როგორებიცაა Bottega Veneta, Burberry, Helmut Lang, Prada, Mugler, Versace და Proenza Schouler.