ფოტოალბომი: “ჩემი 20 განსხვავებული სახე” – ანუკი არეშიძის უცნობი ფოტოები

ანუკი არეშიძე დაიბადა 1989 წლის 1 ივლისს თბილისში. მისი ადრეული წლები გამოირჩეოდა მოდის სამყაროს შესწავლისა და გაგების სურვილით, რამაც საბოლოოდ მიიყვანა იგი ამ სფეროში ფორმალური განათლების მიღებისკენ.

თავისი უნარების დახვეწისა და გლობალური მოდის ინდუსტრიის უფრო ღრმად შეცნობის მიზნით, არეშიძე იტალიაში გაემგზავრა, სადაც ჩაირიცხა ცნობილ მოდის სკოლებში. სწავლობდა Istituto Marangoni-სა და Accademia del Lusso-ში მილანში.

areshidze

2013 წელს, 23 წლის ასაკში, დაბრუნდა საქართველოში და გადაწყვიტა გაბედული  ნაბიჯი გადაედგა მოდის სამყაროში საკუთარი ბრენდის, ANOUKI-ს დაარსებით. ბრენდი შექმნილია იმისთვის, რომ ქალებს შესთავაზოს განსხვავებული, თამამი სილუეტისა და დიზაინის როგორც ყოველდღიური, ისე სადღესასწაულო სამოსი. ანუკის კოლექციები პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ ქართველ მომხმარებლებში, არამედ უფრო ფართო საერთაშორისო აუდიტორიაშიც. ANOUKI-ს კოლექციებში ხშირად არის ცოცხალი ფერები, მდიდრული ქსოვილები და რთული დეტალები.

გარდა პროფესიული წარმატებისა, არეშიძის სოციალურ მედიაში ყოფნამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ANOUKI-ს პოპულარობის ზრდაში. მისმა ინსტაგრამის ანგარიშმა  მილიონზე მეტი გამომწერი დააგროვა, სადაც ის ხშირად აზიარებს სიახლეებს მისი კოლექციების და პირადი ცხოვრების შესახებ.

ანუკი არეშიძემ მოგვიანებით შექმნა ახალო ბრენდი, რომელიც სპეციალიზებულია საბავშვო ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და აქსესუარებზე. როგორც დიზაინერი განმარტავდა, ამ წამოწყების ინსპირაცია მისი უმცროსი შვილი, ნიკოლასი გახდა. სწორედ მის სახელს ატარებს ბრენდი.

ამჟამად ანუკი არეშიძე კონცენტრირებულია სილამაზის ხაზის პოპულარიზაციაზე – მან რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ კოსმეტიკის ხაზი გამოუშვა.

 

areshidze

ანუკი არეშიძის ქორწინება და ოჯახი 

ანუკი არეშიძემ და მისმა მომავალმა მეუღლემ, ყოფილმა ფეხბურთელმა მ ერთმანეთი იტალიაში გაიცნეს: “მე ვიყავი 18 წლის. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. მაშინ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. მერე, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. მერე მითხრა, რომ შეგხვდი, მაშინ გამახსენდა, რომ ის გოგო იყავი, რომელიც მომეწონაო. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი.მე ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერს გამოვხატავ, ვამბობ. კახი სიყვარულს უთქმელად, ჩუმად გამოხატავდა. თვალებით რომ მელაპარაკებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. ალბათ, ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ სხვა გოგონები, როცა მის გვერდით მხედავდნენ“ – ამბობდა ანუკი.

areshidze

ანუკი და კახა 4 ვაჟის მშობლები არიან. ისინი ხშირად უზიარებენ გამომწერებს შვილების ვიდეოებს. მათი უფროსი ვაჟი, ლევანი მამის, კახა კალაძის მსგავსად, ფეხბურთელია, რომელიც სამტრედიაში თამაშობს.

მიუხედავად დიდი ოჯახისა და საკუთარი ბიზნესისა, ანუკი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა სოციალურ ქსელებში, მათ შორის, ინსტაგრამსა და ტიკტოკზე. ამჯერად დიზაინერი აქამდე უცნობ ფოტოებს გვიზიარებს: “ჩემი 20 განსხვავებული სახე, მაგრამ – ერთი და იგივე გული”, – წერს ის.

წყარო