„ფორმულის“ გადამღებ ჯგუფსა და IDFI-ის დირექტორს თავს დაესხნენ

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს და ტელეკომპანია „ფორმულის“ გადამღებ ჯგუფს უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
IDFI-ში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გადამღებ ჯგუფსა და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს უცნობი პირი მაშინ დაესხა თავს, როდესაც კლდიაშვილი ტელეარხს კომენტარს აძლევდა შვედეთის საელჩოსთან. ორგანიზაციის თანახმად, კლდიაშვილს მიყენებული დაზიანების გამო კლინიკაში გადაყვანა არ დასჭირდა.
ტელეკომპანია „ფორმულის“ ცნობით, თავდამსხმელი ავტომანქანით იმყოფებოდა და ხელში მინის ბოთლი ეჭირა.
საელჩოში შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი იოჰან ფორსელი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
რადიო თავისუფლება ესაუბრა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრს. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

ასევე დაგაინტერესებთ