ფორმულა: სენატორი შაჰინი საქართველოში ჩამოსვლას და არჩევნებზე დაკვირვებას აპირებს

ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში ჩამოსვლას და საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებას აპირებს.
“ჯინ შაჰინთან მქონდა კომუნიკაცია. ის მიდასტურებს რომ მუშაობს მისიაზე. ის აპირებს, რომ საქართველოში ჩამოვიდეს ოქტომბერში და დააკვირდეს საქართველოში მიმდინარე არჩევნებს 2012 წლის მსგავსად, როცა ჯინ შაჰინი სენატორ რიშთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში და აკვირდებოდა არჩევნებს. მას წელსაც აქვს ასეთი ინიციატივა”. – თქვა არხის ვაშინგტონის ბიუროს ხელმძღვანელმა, დემნა დევდარინმა შაბათის ფორმულას ეთერში.