ფორმულა: დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას აშშ-ის დახმარება შეუჩერდა

ფორმულას ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა.
წყაროს ცნობით, 95 მილიონი დოლარის ნაწილი, რომელსაც მთავრობა ანტიდემოკრატიული პოლიტიკის და ანტიდასავლური რიტორიკის გამო ვეღარ მიიღებს, ამ უწყებაშიც უნდა წასულიყო.
ვაშინგტონი ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია, რასაც ფორმულას დაავადებათა კონტროლია ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე უდასტურებს.
ლუგარის ლაბორატორია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკული პროექტია საქართველოში, რომელიც კრიტიკულ სიტუაციებში, მაგალითად, კოვიდ-პანდემიის დროს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა. ამასთან, მის გარშემო ვნებათაღელვა და მითების გავრცელება ს მხრიდან – გახსნის დღიდან, 10 წელზე მეტია არ შეწყვეტილა.