ფორმულას წყარო: ბრიუსელში ქართველი მოსამართლეების სანქცირებას განიხილავენ

ფორმულას წყაროს თანახმად, ბრიუსელში ქართველი მოსამართლეების სანქციება განიხილება. ბრიუსელიდან წყარო ყვება, რომ ამჟამად განხილვის საგანი არა ქართული ოცნების ოფიციალური წარმომადგენლების, არამედ – მოსამართლეების სანქცირებაა.
წყაროს თანახმად, ჯერჯერობით არ არსებობს საბოლოო სია, თუმცა მასში აუცილებლად იქნებიან ის მოსამართლეები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ყალბ სასამართლო პროცესებსა და უსამართლო განაჩენებზე.
23 ივნისს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ საქართველოზეც ისაუბრა.