“ფორმულას” ჟურნალისტს, გურამ როგავას სპეცრაზმელმა სცემა

“ფორმულას” ჟურნალისტს, გურამ როგავას რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელმა სცემა.
იგი, აქციაზე დემონსტრანტების დაკავებასა და სპეცრაზმელების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობრივ ქმედებებს აშუქებდა, რა დროსაც კადრში გამოჩნდა, რომ როგავა მიწაზე ეცემა, მის სიახლოვეს მყოფი შავებში ჩაცმული პირი კი ადგილიდან გაიქცა.
კადრებში ჩანს ისიც, რომ გურამ როგავას დაზიენებები აქვს სახისა და თავის არეში. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტისგან ოდნავ მოშორებით, – სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე – დემონსტრანტთა ნაწილი კვლავ რჩება 29 ნოემბერს, გამთენიისას, 05:42 საათისთვის.
მობილიზებულები არიან პოლიციელები და შიგადაშიგ აკავებენ აქციის მონაწილეებს.
აქციის მონაწილეებმა, პირველი დაპირისპირებების შემდეგ, „ცისფერი გალერეის“ მიმდებარედ აღმართეს ბარიკადები, რაც პოლიციამ ასევე დაშალა წყლის ჭავლის გამოყენებით.
ადგილზე არიან ოპოზიციონერი ლიდერებიც, მათ შორის „ძლიერი საქართველოს“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წერვრები: , , , საბა ბუაძე, ელენე ხოშტარია, ხატია დეკანოიძე და სხვები.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება – მისი პასუხისმგებლობა და როლი აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება